"შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით", - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საუბრობს, ისრაელს პასუხობს და განმარტავს, რომ "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე არ გაუმართლებია. მის განცხადებას ისრაელის მედია ავრცელებს.
"შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო...
გუშინდელი ინტერვენციის დასაწყისში მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას.
ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს", - თქვა გუტერეშმა.
იხილეთ ასევე: