სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა აშშ-ში, მეინის შტატში სროლის შედეგად | თავდამსხმელი გაქცეულია

გამოქვეყნდა:

NBC News პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 22 ადამიანი მიიჩნევა დაღუპულად ოთხშაბათს საღამოს, ამერიკაში, მიენის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად. 

დაშავებულია 50-დან 60-მდე პირი. თავდასხმა რამდენიმე ადგილზე, მათ შორის ბოულინგის მოედანზე, სადაც ბავშვები იყვნენ და ადგილობრივ ბარში მოხდა. 

შეარაღებული პირი გაქცეულია. პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო დამნაშავის ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ კაცს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს საცეცხლე მდგომარეობაში.

მეინის შტატის პოლიციამ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და დარჩნენ სახლში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი