ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღამით ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით "მიზანში ამოღებული რეიდი" განახორციელა. 

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდი განხორციელდა "ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების" ფარგლებში და რომ დაარტყეს "ტერორისტების მრავალრიცხოვან უჯრედებს, ინფრასტრუქტურასა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტს". 

"მას შემდეგ ჯარისკაცებმა დატოვეს ტერიტორია და დაბრუნდნენ ისრაელის ტერიტორიაზე", - აღნიშნავს IDF.

მანამდე ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ IDF-ის ძალები ჯერ კიდევ ემზადებიან სახმელეთო ოპერაციისთვის, მაგრამ როდის მოხდება ეს, არ დააკონკრეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი