
"ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართს. მათ მედიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება გააპროტესტეს.
ადგილზე მისულებს, "მარეგულირებელი კომისიის" ხელმძღვანელისთვის სიმბოლურად ბოქლომის გადაცემა უნდოდათ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მედიისთვის ცენზურის დაწესებაა.
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის შემცველი მასალების გავრცელება შეიზღუდება. ინფორმაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემაც გაავრცელა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს მადლობა გადაუხადა.
ბექაურის კანონპროექტს ჟურნალისტები და მიდიამენეჯერები ცენზურის დაკანონების მორიგ მცდელობას უწოდებენ.
ტელევიზიების მიმართვა მარეგულირებელ კომისიას და სოფიო კილაძეს