დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართება. სასამართლო 7 ნომებრის საქმეს განიხილავს.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სხდომაზე დისტანციურად ჩართვა სურს. 

"ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას!თუ ლეპტოპით არ გამოგდით, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება, რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი