აჭარის საპატრულოს უფროსი დააქვეითეს და იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი თანამდებობრივად დააქვეითეს. დავით მაღრაძე აჭრის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და  იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. მის ნაცვლად კი  ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ხურცია დანიშნეს.   დავით მაღრაძე აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა და მისი სახელი ხმაურიან საპროტესტო აქციებს უკავშირდება. 

სწორედ მაღრაძის  უშუალო ჩართულობით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმში, რომლებიც პორტში  რუსული გემის შემოსვლას  აპროტესტებდნენ. ასევე დავით მაღრაძე იყო მთავარი მოწმე 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმეზეც – გასული  წლის მაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს, მათ კარვები ჩამოართვეს და დაუშალეს. მაშინ დავით მაღრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც დააკავა. სასამართლო სხდომაზე კი მოსამართლემ პოლიციის უფროსი დარბაზიდან  გააპარა. ბოლოს კი ჭორვილაში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაში იყო მხილებული, რის გამოც ის Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში შეიყვანეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი