
ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ჭურვი ჩავარდა წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ნუვეიბაში. მათი თქმით, ხელისუფლება აგროვებს დამატებით ინფორმაციას ინციდენტთან დაკავშირებით.
წყაროების თქმით, ჭურვი ქალაქის იმ ნაწილში დაეცა, სადაც უდაბნოა.
თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და დაინახეს მტვრის ღრუბლები.
ნუვეიბა, რომელიც საკურორტო ქალაქია, ეგვიპტის ისრაელთან საზღვრიდან სამხრეთით დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.