ვიცი, რომ გეყოლებათ ისეთი მოწმეები, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან, მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას | მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოწმეების დაკითხვის პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა:  

მე ვიცი, რომ თქვენ გეყოლებათ მოწმეები დასაკითხი, მათ შორის, ისეთი მოწმეები ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან, პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან და ასეთი მოწმეების დაკითხვისას მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩემ თავს, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით. ამდენი ათწლეული ვიბრძვით იმისათვის, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს" აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს. მესამე პრეზიდენტი პროცესს "ვივა მედიდან" დისტანციურად ერთვება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი