ისრაელი უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

გამოქვეყნდა:

ისრაელი უარყოფს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაამტკიცა პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას "საზიზღარი" უწოდა.

"ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო გაუმკლავდა ნაცისტებსა და ISIS-ს", - დაწერა  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი X-ზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის ომში. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი კი 14 იყო, მათ შორის აშშ და ისრაელი. 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიღების შემდეგ გამოსვლაში ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა თქვა:

"ჩვენ ყველანი მომსწრენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ უნცია ლეგიტიმურობას ან აქტუალობას. საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობამ აჩვენა, რომ მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს ნაცისტური ტერორისტების დაცვას, ვიდრე მხარი დაუჭიროს ისრაელის კანონიერ სახელმწიფოს თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი