აშშ-ში, მეინის შტატში თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც 18 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, მეინის შტატში, ლევისტონში სროლაში ეჭვმიტანილი კაცი - რობერტ კარდი გარდაცვლილი იპოვეს. ჟურნალისტებთან განცხადება პარასკევს საღამოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების შტატის კომისარმა მაიკლ საუშუკმა. 

ეჭვმიტანილმა თვითდაზიანება მიიყენა, ის გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად. მისი ცხედარი იპოვეს მდინარე ანდროსკოგინის მახლობლად, ლისაბონის ჩანჩქერების რაიონში, ლუისტონიდან დაახლოებით 10 მილის დაშორებით, სადაც ოთხშაბათს ღამით სროლა მოხდა.

სამართალდამცავები კაცს ოთხშაბათს საღამოს მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ ეძებდნენ. სროლის შედეგად, რომელიც ბოულინგის მოედანსა და რესტორანში მოხდა, 18 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. 

ეს თავდასხმა იყო აშშ-ში ყველაზე მასშტაბური, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს სკოლაში გასულ წელს მომხდარის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი