
"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.
ლიდერები კამპანიის ფარგლებში შეხვდნენ Heritage Foundation-ის წარმომადგენლებს, სადაც საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და რუსეთის გავლენებზე.
აუდიენცია გაიმართა ჯეიმსთაუნის ანალიტიკურ ცენტრშიც, სადაც ახალ პრეზიდენტს პიტერ მატიასთან რუსეთისა და ჩინეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ასევე გაიმართა სენატორ ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისებთან, სადაც საუბარი იყო სენატის შავი ზღვის უსაფრთხოების კანონპროექტზე და გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებზე. კოალიცია ასევე, კამპანიის ფარგლებში შეხვდა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტსაც.