ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ბანკეტი, რომელსაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ, პუტინთან ერთად ესწრებოდა.
ქარსელაძე ამბობს, რომ კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
"კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. [ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი როდესაც ესწრება დისკომფორტი არ არის?] დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი 20% ტერიტორიების არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები", - თქვა ქარსელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. იხილეთ: