გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია უფრო რთული და სასოწარკვეთილია, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, "ჰამასი" იმეორებს "სასოწარკვეთილ მოწოდებებს" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა დასრულდეს "კოშმარი".
"ღაზაში სიტუაცია საათობრივად უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ვწუხვარ, რომ კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები“, - თქვა გუტერეშმა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ვიზიტისას.
ცნობისთვის, "ჰამასმა" და მოკავშირე ტერორისტულმა ფრაქციამ ღაზის სექტორში 230-ზე მეტი მძევალი - მათ შორის 30 ბავშვი გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან.
ასევე ისრაელი აცხადებს, რომ მისი შეტევა ღაზაზე მიმართულია "ჰამასის" ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ და პირობას დებს, რომ გაანადგურებს მთელ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომლებიც ამ საქმეშია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.