"მძევლების სახლში დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ" | IDF-ის სპიკერი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელისთვის მძევლების სახლში დაბრუნება პრიორიტეტია. 

"მძევლების სახლში დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა მთავარი სწორედ ესაა", - ამბობს ჰაგარი.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი