ეს რუსეთის სიძულვილის კულტურის ნაწილია სხვა ერების მიმართ | ზელენსკი მაჰაჩყალაზე

გამოქვეყნდა:

შემზარავი ვიდეო მაჰაჩყალადან, რუსეთი, სადაც გაბრაზებული ბრბო შეიჭრა აეროპორტში და ეძებდა ისრაელის მოქალაქეებს თელ-ავივიდან ფრენისას - დაღესტანში მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ემხაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი და რუსეთის სიძულვილის კულტურის ფართოდ გავრცელებული ნაწილია.

"ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, არამედ რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილია სხვა ერების მიმართ, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანტისემიტური განცხადებების სერია გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა. ოფიციალური ტელევიზიით რუსული პროპაგანდის ლიდერებისთვის სიძულვილის რიტორიკა რუტინაა.

რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთან დასაპირისპირებლად." წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 შეგახსენებთ, რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივების ბრბო შეიჭრა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივიდან რეისი უნდა დამჯდარიყო, იქ დაღესტნელები შეიკრიბნენ და ტერმინალი გადაკეტეს. შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს.  თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქში არ დაჯდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. 

მაჰაჩყალას აეროპორტი დროებით დაიკეტა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი