ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ დაღესტანში განვითარებულ მოვლენებს და „იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას"
„ისრაელი ადევნებს თვალს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებს“, - აცხადებენ ისინი.
ისრაელის ელჩი რუსეთში კი, თვითმფრინავის მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
შეგახსენებთ, რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივების ბრბო შეიჭრა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივიდან რეისი უნდა დამჯდარიყო, იქ დაღესტნელები შეიკრიბნენ და ტერმინალი გადაკეტეს. შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს.
მაჰაჩყალას აეროპორტი დროებით დაიკეტა.