ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს განზრახული ან გეგმავს, საბრძოლო ჯარების გაგზავნას ისრაელში ან ღაზაში.
"ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს და არც რაიმე გეგმები გვაქვს საბრძოლო ჯარების გაგზავნაზე ისრაელში ან ღაზაში, წერტილი", - თქვა ჰარისმა.
მისი თქმით, აშშ ისრაელს რჩევებს, აღჭურვილობასა და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევდა.
"ისრაელს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰამასისა და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს", - თქვა მან.
მისი თქმით, პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამროკვევას და ომის წესები დაცული უნდა იყოს.
მან დასძინა, რომ აშშ-ს სურდა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება და მან ასევე გააფრთხილა ირანი, რომ არ ჩაერთო.