"ქართული ოცნების" დეპუტატ, ირაკლი ბერაიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს პეკინში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად დაესწრო. დეპუტატი ამბობს, რომ თუ მედიის ლოგიკას გავყვებით, მაშინ საქართველოს წარმომადგენლებმა არც გაეროს სხდომებზე უნდა იარონ და არც ეუთოში.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ G20-ის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად იყო.
მან არ უპასუხა კითხვას, რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად საქართველოს ვიცე-პრემიერმა ბანკეტი.
"ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფოს მეთარურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც იყო ორგანიზებული ჩინეთის მიერ, მანამდე შედგა იცით თქვენ დიდი ოცეულის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასაბლეის სხდომებზე არ ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილნი", - თქვა ირაკლი ბერაიამ.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ საუბარი იმაზე რომ დავითაშვილი პუტინის შეხვდა მანიპულაციაა.
"თქვენივე შეკითხვა არის მანიპულაცია, რომ საუბრობთ იმაზე, რომ ლევან დავითაშვილი და პუტინი შეხვდნენ. ეს იყო საერთაშორისო ღონისძიება რომელზეც იყო ათასობით სტუმარი და ბევრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი. თქვენი შეკითხვავე არის მანიპულაცია, შეკითხვა, რომ შეხვედრა იყო, ეს არის მანიპულაცია, ეს იყო საერთაშორისო ღონისძიება", - თქვა მან.
კითხვას პროვოკაციული უწოდა "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმაც. მისი აზრით, მიზანი საზოგადოებაში განხეთქილების შექმნაა. სეფაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არც ამერიკას გაუწყვეტია და არც ევროკავშირს.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. იხილეთ: