ისრაელში, დასავლეთ გალილეის ქალაქებში სარაკეტო განგაშია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის ჰანიკრასა და ლიბანის საზვართან მდებარე სხვა ქალაქებში.
მოსახლეობას "ჰეზბოლასა" და პალესტინის მოკავშირე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან შესაძლო განმეორებით თავდასხმებზე აფრთხილებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სირენების გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.