"ვშიშობ, ისრაელისა და "ჰამასის" ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს" | ლიბანის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"ვშიშობ, რომ ისრაელისა და "ჰამასის" ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს", - ამის შესახებ ლიბანის პრემიერმინისტრმა ნაჯიბ მიკატმა განაცხადა. მიკატის თქმით, კონფლიქტის მიმდინარეობისას მისი ქვეყანა ქარიშხლის შუაგულშია მოქცეული.

"მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს", - თქვა ნაჯიბ მიკატიმ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი