"ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება, "ჰამასისთვის" დანებების მოწოდების ტოლფასია... ეს არ მოხდება" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, "ჰამასისთვის" დანებების მოწოდების ტოლფასია... 

"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ასევე როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას არავინ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი