"შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ" | იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

გამოქვეყნდა:

"შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ", - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად  სახალხო დამცველის  აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან  ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს  ღირსებას და მხოლოდ ქალთა  მიმართ დისკრიმინაციულ  დამოკიდებულებას ახალისებს, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს - შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა კომენტარი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი