"უკრაინისა და ისრაელის გამარჯვება მსოფლიოს უსაფრთხოებას განსაზღვრავს, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ" | ოსტინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის გამარჯვება რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასა და "ჰამასის"  ტერორიზმთან ბრძოლაში განსაზღვრავს მსოფლიოს უსაფრთხოებას, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ.

როგორც ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ბრძოლა აგრესიისა და ტერორიზმის წინააღმდეგაა.

"როგორც ისრაელში, ასევე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ჰამასს ან პუტინს გაიმარჯვოს", - თქვა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი