"ღაზის სექტორის ჩრდილოეთით გვირაბებია... ზოგიერთი გვირაბიდან შესაძლებელია ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა" | ირანი

გამოქვეყნდა:

ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამედ ბაგერიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისქვეშა გვირაბების ფართო ქსელია, რომელიც დაახლოებით 400 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისივე თქმით, ზოგიერთ გვირაბიდან შესაძლებელია ისრაელის ტერიტორიაზე შესვლაც. 

"მანქანებმა და მოტოციკლებმა შეიძლება გაიარონ ზოგიერთ მათგანში", - თქვა მოჰამედ ბაგერიმ სამოქალაქო თავდაცვის კონფერენციაზე თეირანში.

ასევე როგორც BBC წერს, აღნიშნული ინფორმაცია დაახლოებით შეესაბამება ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორის ქვეშ გვირაბების მთლიანი სიგრძე დაახლოებით 500 კმ-ია - ეს მეტია, ვიდრე ლონდონის ან მოსკოვის მეტროს ხაზების სიგრძე.

ცნობისთვის, 2021 წელს ისრაელმა დაასრულა ღაზის სექტორის საზღვარზე განთავსებული სპეციალური სენსორების დაყენება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სენსორებს შეუძლიათ აღმოაჩინონ გვირაბები სასაზღვრო გალავნის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი