პრეზიდენტი ექსკურსიებს განაგრძობს - ის ამჯერად წინანდალს ესტუმრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსკურსიებზე სიარულს განაგრძობს. ამჯერად ის კახეთში წინანდალს ესტუმრა. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა ზურაბიშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

შემოდგომა კახეთში: საოჯახო სასტუმრო, ვენახი, აივანი რომელიც გადმოყურებს ალაზნის ველს... და არაჩვეულებრივი მასპინძლები! - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო.

17 ივნისს მან ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა. ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმის სოფლები დაათვალიერაზურაბიშვილი, ასევე იმყოფებოდა ჯავახეთსა და სარკინეთში. გუშინ, 21 აგვისტოს პრეზიდენტი კახეთში სიღნაღსა და სოფელ ქედელს ეწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი