"ბრძოლის ველზე მიღწევები ძალიან დიდია, მაგრამ ბოლო დღეებში ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია" | გალანტი

გამოქვეყნდა:

"ისრაელის თავდაცვის ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ღაზაში, თუმცა მძიმე ფასსაც ვიხდით", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სამხედრო მოსამსახურეებთან საუბარში განაცხადა.

"დიდი მასშტაბით ვაგზავნით ძალებს. ბრძოლებია ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ოპერირებენ, და ბრძოლის ველზე შედეგები და მიღწევები ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ომში ასევე მძიმე ფასებიცაა. ბოლო დღეებში ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია. ამის მიუხედავად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ", - თქვა გალანტმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი