მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს. პრეზიდენტის მიერ შეწყალება ან გამოჯანმრთელების გამო საავადმყოფოდან კვლავ ციხეში დაბრუნება. ორივე შესაძლებლობაზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი პოზიტიურად აფასებს მოწოდებას სალომე ზურაბიშვილისადმი, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, თუმცა "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ მყოფი მედია მოითხოვს პასუხებს კითხვაზე, ხომ არ გადაიყვანენ სააკაშვილს ციხეში გამოჯანმრთელების მოტივით?