სროლა პოლიტიკური მოტივით | დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური მოტივით - დმანისის ყოფილ მერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 4 გასროლა გიორგი ტატუაშვილის მიმართულებით მაშინ განხორციელდა, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელები "ოცნების" მხარდამჭერები ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არიან. ტატუაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა, და მისი გარემოცვის წევრები პოლიტიკური საქმიანობის გამო თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარან. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი