"2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების განვითარება და გაგრძელებაა... იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან", - ამის შესახებ დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი საუბრობს, რომელმაც საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. მან გამოკითხვაზე დღეს, მისი მისმართით განხორციელებული თავდასხმისა და სროლის შესახებ ისაუბრა.
"გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. ეხლა დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ალბათ მალე, დადგება ის პერიოდი, როდესაც დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება მასტიმულირებელი ადამიანებისთვის და რომელიმე კონკრეტული პარტიის თუ მმართველი პოლიტიკური ძალის ინდულგენციები, რომ ეს ადამიანები არ ისჯებოდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ...
2021 წლის 21 სექტემბრის მოვლნების განვითარება იგეგმებოდა და იმისი გაგრძელება. დანარჩენი თქვენ ამოიღეთ, რა მოხდა 2021 წლის 21 სექტემბერს დმანისში, განთიადში. ვინ იყო ამის დამკვეთი და შემსრულებელი, გაცხადებული მაქვს, დღესაც ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან", - ამბობს ტატუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ტატუაშვილს დღეს მანქანით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს და 4-ჯერ ესროლეს. ის ადევნებული მანქანიდან ნასროლ ტყვიებს შემთხვევით გადაურჩა. ყოფილი მერი თავდამსხმელებად "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ასახელებს. მომხდარი დააფიქსირა ყოფილი მერის ავტომობილში დაყენებულმა ვიდეორეგისტრატორმაც. თავდასხმის ადგილას, დმანისის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული ამ დროისათვის არავინაა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის ორი: 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: