პარტია "ლელოს" წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ბებუას საქმეზე გააქტიურებისკენ მოუწოდეს და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის პატიმარს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა "დროშის" დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.
ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება.
ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.