"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური ენის გამოყენების ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი ვერბალური თავდასხმები მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის. ორგანიზაცია ამბობს, რომ მიზანი ქალი დეპუტატების გაჩუმება და დასუსტებაა.
"მათი განცხადებები გაჯერებული იყო უაღრესად შეურაცხმყოფელი და უხამსი ფრაზებითა და აშკარა იყო, რომ ტექსტები წინასწარ იყო მომზადებული.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრების მიერ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი და სექსისტური ლექსიკის გამოყენებას არ გაემიჯნა პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, რომელსაც სხდომა მიჰყავდა. მან დეპუტატებს არ მოუწოდა სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავის შეკავებისკან და უფრო მეტიც, ორივე შემთხვევაში დეპუტატებს რეგლამენტით გათვალისწინებული სასაუბრო დრო გაუგრძელა.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაზიარებული მოკლე სტატუსით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია თანაპარტიელი კაცების მხრიდან ქალის შეურაცხყოფა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოხმაურებია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დრომდე პარტია "ქართულ ოცნებას", რომელსაც ასევე აქვს ქალთა ორგანიზაცია პარტიის შიგნით, მისი წევრის მხრიდან გენდერული სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე შიდა რეაგირება არ მოუხდენია. განცხადება არ გაუკეთებია, არც პარტიის ქალთა ორგანიზაციას.
"ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ფაქტორების გამო ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში ისედაც დაბალია. ქალი დეპუტატების მიმართ საჯაროდ და მიზანმიმართულად სიძულვილის ენის გამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჯარო სივრცეები ქალებისთვის უსაფრთხო და დაცული არ არის და ის ნეგატიური სიგნალია სხვა ქალებისთვისაც, საჯარო პოლიტიკის კიდევ უფრო დაბალ რგოლებში.პოლიტიკაში ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ყველა პარტიისთვის საერთო გამოწვევაა", - წერს ორგანიზაცია.
ჩვენ მოვუწოდებთ: