
"საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს დათქმებით", - ამის შესახებ Twitter-ზე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
"27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელებმა დღეს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე იმსჯელეს. მოლაპარაკებები ხვალ საბოლოო შეხვედრებზე გაგრძელდება, მაგრამ ძირითადი წინაპირობა ნათელია: უკრაინა და მოლდოვა გახსნიან ევროკავშირში შეერთების შესახებ მოლაპარაკებებს (დიდი ალბათობით 24 მარტს) ხოლო საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს დათქმებით, რომ გადავიდეს შემდეგ ნაბიჯზე", - წერს იოზვიაკი.