
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში ეხმაურება სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. მისი თქმით, ამ საზარელ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას.
"ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას ამ საზარელ აქტზე. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს", - წერს ლექსმანი.