ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი კირბალზე: ვუსამძიმრებ ოჯახსა და ხელისუფლებას, მოვუწოდებ გათავისუფლდეს მეორე გატაცებული

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. ის ოჯახსა და ხელისუფლებას უსამძიმრებს მომხდარის გამო, ასევე ითხოვს გათავისუფლდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

"დამწუხრებული ვარ საქართველოს მოქალაქისთვის სასიკვდილო სროლის გამო საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს მყოფი რუსი ოფიცირების მიერ. ვუსამძიმრებ ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას. მოვუწოდებ მეორე გატაცებულის გათავისუფლებისკენ", - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი