საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს გახდება ცნობილი - ევროკომისიის გადაწყვეტილება დღეს, 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გამოცხადდება. ევროკავშირის გაფართოების შესახებ პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.

სწორედ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც 10 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, შეაფასებს და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას გასცემს.

სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები EU-ს გენერალურ საქმეთა საბჭოზე გაფართოების საკითხებს 12 დეკემბერს უყრიან კენჭს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი