"ვგმობთ რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას... NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან" | კოლომინა

გამოქვეყნდა:

"ვგმობთ რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას... მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები", - ასე ეხმაურება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას.

"ვგმობთ რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, კირბალთან ახლოს და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან", - წერს ხავიერ კოლომინა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი