დღეს ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის შეხვდება

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 8 ნოემბერს,  მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს", - წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი