სენატმა დაბლოკა კანონპროექტი ისრაელის დახმარების შესახებ, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს რესპუბლიკელების მცდელობა, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც სასწრაფო დახმარებას გაუწევდა ისრაელს, მაგრამ არ გაუწევდა ასეთ დახმარებას უკრაინას რუსეთთან ომში.

ეს კანონპროექტი მანამდე, გასულ კვირას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ.

"დრო არის არსებითი და აუცილებელია, რომ სენატმა არც ერთი დღით არ დააყოვნოს ამ კრიტიკული დახმარების გაწევა ისრაელისთვის", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ მარშალმა კენჭისყრის წინ.

საპასუხოდ, დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ისრაელის დახმარების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყონ უკრაინა.

"ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში", - თქვა სენატის ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პატი მიურეიმ.

მანამდე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სენატი ამ კანონპროექტს მიიღებდა, ის ვეტოს უფლებით ისარგებლებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი