იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრსა და პარტია "ბატკივშინას" თავმჯდომარე იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა 112.ua ავრცელებს.

ტიმოშენკოს პრესმდივნის, მარინა სოროკას თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდასტურდათ ტიმოშენკოს ქმარსა და ქალიშვილს, არტურ და ევგენია ჩეჩოტკინებსაც. 

ცნობისთვის, უკრაინაში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 105 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, 2 200-ზე მეტი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი