
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 9 მნიშვნელოვანი დათქმით გაუწევს რეკომენდაციას. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროკომისია ასევე გეგმავს, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:
9 დათქმიდან ზოგიერთი ახალია, მათ შორის დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და "უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან" ბრძოლა.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, - როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 15:00 საათზე ოფიციალურად გამოცხადდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.