
G7 ქვეყნების ჯგუფმა - მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა - გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს ღაზის სექტორში.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომლებიც ტოკიოში ხვდებიან, ასევე აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი "საერთაშორისო სამართლის შესაბამისად".
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ გადაუდებელი ზომების აუცილებლობას ღაზაში გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს, რათა ხელი შევუწყოთ სასწრაფოდ საჭირო დახმარების გაწევას, მოქალაქეების მოძრაობას და მძევლების გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება არ ყოფილა.