
Reuters რუსულ სამთავრობო მედია TASS-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ძებნილად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კიდევ ერთი მოსამართლე გამოაცხადა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების ბაზაში ნათქვამია, რომ მოსამართლე სერხიო გერარდო უგალდე გოდინეზი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე იძებნება. მაგრამ დამატებითი დეტალები მითითებული არაა.
ცნობილია, რომ რუსეთში ICC-ის მოსამართლეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.
ასევე ნახეთ: