"საგანგაშოა, საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დავეხმაროთ" | ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსადმი სოლიდარობას გამოხატავს.

აღნიშნულ ფაქტს ვარჰეიმ "საგანგაშო ცნობა" უწოდა და თქვა, რომ საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დაეხმარონ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას... ყველანაირად გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი...ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ იპოვოს დამნაშავეები," - განაცხადა ვარჰეიმ ბრიუსელში, სადაც დღეს მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.   

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი