"მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე და მივულოცე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მოლოცვა ქართველ ხალთანაც დააბარეს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა.

"მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე, მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე, მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული და ჩვენს ხალხებს შორის ეს სიყვარული", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი