
კოლონამ, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები გადაჰქონდა მიაღწია ღაზას ქალაქ ალ-შიფას საავადმყოფოს. ეს არის გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ძალისხმევა.
"ჰამასისა" და ისრაელის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ეს საავადმყოფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მეორე მიწოდებაა.
გაეროს სააგენტო UNRWA და ჯანმო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარაგების რაოდენობა "შორს არის საკმარისისგან, რომ უპასუხოს ღაზას სექტორში არსებულ უზარმაზარ საჭიროებებს".
ალ-შიფაში არსებული სამედიცინო პირობები "კატასტროფულია", - ნათქვამია განცხადებაში.
UNRWA-მ და ჯანმო-მ კვლავ მოითხოვეს საწვავის მიწოდება ჰუმანიტარული სააგენტოებისთვის ღაზის სექტორში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწვავის გარეშე საავადმყოფოები და სხვა აუცილებელი ობიექტები ვერ ფუნქციონირებენ და შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.