ფორმალური სტატუსი რეალურ მდგომარეობად გადასაქცევად საქართველომ კონკრეტული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ევროკავშირში დღეს უკვე დამარცვლით უხსნიან საქართველოს ხელისუფლებას, რა არის საჭირო შემდეგი ეტაპისთვის - ანუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
რიცხვებში ეს მოთხოვნები გამოიყურება როგორც 9 რეკომენდაცია და 119 ტექნიკური მოთხოვნა, მაგრამ რეალურად ეს არის ნაბიჯები, რომლებმაც საქართველო ნამდვილად ევროპულ ქვეყნად უნდა აქციოს. და შესაბამისად პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნების შესრულებაზე პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას - ეს "ქართულ ოცნებას" ბრიუსელიდან უკვე არაერთხელ გაუმეორეს.