"გულრიფშის რაიონში შეიარაღებული პირების ყოფნა არ დადასტურდა" | დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

"გულრიფშის რაიონში შეიარაღებული პირების ყოფნა არ დადასტურდა", - ინფორმაციას გამოცემა "ეხო კავკაზა" დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 8-9 ნოემბერს განახორციელა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც გულრიფშის რაიონში, აზანთას დასახლებასთან, შეიაღებული პირების არსებობაზე ოპერატიულ ინფორმაციას ამოწმებდა", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, "გადაიკეტა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები და დაზვერვა. განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ დადასტურდა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი