ისრაელი დათანხმდა ოთხსაათიან პერიოდულ პაუზებს ღაზის სექტორში

გამოქვეყნდა:

ისრაელი დათანხმდა წინ წაიწიოს სამხედრო ოპერაციების ყოველდღიური ოთხსაათიანი პაუზებით ჩრდილოეთ ღაზის რაიონებში. განაცხადა თეთრმა სახლმა ხუთშაბათს.

ისრაელის მაღალჩინოსანი ოთხსაათიან შესვენებებს უწოდებს "ტაქტიკურ ლოკალიზებულ პაუზებს", რომლებიც ძალაში შევა კონკრეტულ ადგილებში. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და არ იმოქმედებს ღაზაში ბრძოლაზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლებამდე.

სამეზობლოებს ან რაიონებს ეცნობებათ, რომ მათ ექნებათ პაუზა, რათა ჩრდილოეთით მყოფ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა გადავიდნენ სამხრეთით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი