ისრაელის თავდაცვის ძალებმა პარასკევს 6-საათიანი საევაკუაციო დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადეს 

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დღეს 6-საათიანი "საევაკუაციო დერეფანი" გამოაცხადეს, რათა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მოქალაქეები სამხრეთით გადავიდნენ.

IDF-ის თქმით, დერეფანი დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ღია იქნება [ადგილობრივი დროით 3 საათიდან დილის 9 საათამდე].

ისრაელის მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ბოლო დღეებში ღაზას ჩრდილოეთიდან ათობით ათასი ადამიანი სამხრეთით გადავიდა. იხილეთ: 


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი