
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე.
გერმანიის საგარეო უწყების თქმით, შეხვედრები "ჰამასის" მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევას შეეხება, რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
"ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა დაიცვას თავი "ჰამასის" მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა," - თქვა ბერბოკმა გამგზავრებამდე.
ცნობისთვის, ეს ბერბოკის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ისრაელს დაესხა თავს.